საშემსრულებლო ხელოვნება

10 საუკეთესო სიმღერა | Black Eyed Peas

„Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება.

ჯგუფმა მოღვაწეობა 90-იანი წლების მიწურულს დაიწყო. 1998 წელს ჯგუფის სადებიუტო ალბომი Behind the Front გამოიცა, რომელსაც 2 წლის შემდეგ Bridging the Gap მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ჩანაწერებით კრიტიკოსების ქება დაიმსახურეს, საერთაშორისო წარმატების მომტანი მაინც 2003 წელს გავრცელებული Elephunk გახდა, რომელშიც Black Eyed Peas-ის ისეთი ჰიტები შევიდა, როგორებიცა „Where Is the Love?”, „Shut Up” და „Let’s Get It Started”.

2009 წელს გამოსულმა ალბომმა The E.N.D. კიდევ ერთხელ გამოკვეთა,- ჯგუფი თავის მუსიკალურ სივრცეს უფრო მეტად აფართოვებდა. “Boom Boom Pow”, “I Gotta Feeling”, “Imma Be”

The Black Eyed Peas-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 75 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.

გთავაზობთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის 10 სიმღერას, რომლებიც გამოცემა Billboard-მა შემოგვთავაზა:

კომენტარები

კომენტარი