საშემსრულებლო ხელოვნება

კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი უკვე საქართველოშია

კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი, რომელიც აღიარებულია, როგორც Queen-ის სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი და თავად ჯგუფის წევრების რჩეული, უკვე საქართველოშია.

ის თბილისში 10 ივნისს ღამით პროდიუსერებთან და მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა.

მარკ მარტელი საქართველოში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოწვევით ჩამოვიდა. მომღერალი 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“ იმღერებს.

ღონისძიება Queen-ის შემოქმედებას ეძღვნება, მარკ მარტელი ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

როგორც, რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” იტყობინება, 10 ივნისს, 12:00 საათზე, ის ქართულ მედიას სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ შეხვდება, შემდეგ კი პირველ რეპეტიციას „ბრავო რეკორდსში“ გაივლის გორის ქალთა გუნდთან და თბილისის მერიის ვაჟთა კაპელასთან ერთად. მარკ მარტელი ამავე დღეს რადიოჰოლდინგ „ფორტუნასაც“ ესტუმრება.

11 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მომღერალი საუნდ ჩექს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია 11 ივნისს იმართება. გაიცემა ჯილდოები 15-ზე მეტ ნომინაციაში, მათ შორის არის მთავარი, წლის სიმღერის ჯილდოც.

კომენტარები

კომენტარი