კულტურა

ბათუმი ევროპის ყველაზე მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

ბათუმმა საერთაშორისო ტურისტულ კონკურსში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე ბათუმი ევროპის ყველაზე მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

ბათუმის გარდა ამ ნომინაციაში ჯილდოსთვის ბაქო (აზერბაიჯანი), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა-გორა (ჩეხეთი), ლუბლიანა (სლოვენია), მატერა (იტალია), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და სოფია (ბულგარეთი) იბრძოდნენ.

მადეირაზე დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და მთავრობის დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

კონკურსში ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.

კომენტარები

კომენტარი