საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

კანდინსკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

რუსი მხატვრის, აბსტრაქციონიზმის დამფუძნებლისა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანის, ვასილ კანდინსკის ნამუშევარი “კიბეები ციხესიმაგრისკენ” მიუნხენში, აუქციონის სახლ Ketterer Kunst-ში რეკორდულ ფასად – 2,500,000 ევროდ გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 1 500 000 ევრო იყო, აუქციონის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი მისი ღირებულება 1 000 000 ევროთი გაიზარდა.

კანდინსკის ეს ნახატი გახდა ყველაზე ძვირადღირებული აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც ოდესმე გაყიდულა გერმანიის ხელოვნების ბაზარზე. ნახატი შექმნილია 1909 წელს, მიუნხენში, მაშინ, როცა მატვარი გერმანიაში ცხოვრობდა. თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ის ჰოლანდიელთა ოჯახში.

ტილო საკმაოდ იშვიათ ნამუშევრად ითვლება. უკანასკნელად, ის 1916 წელს გამოფინეს ბერლინში. აუქციონის სახლის წარმომადგენლებმა ნახატს “სენსაციური აღმოჩენა” უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი