საშემსრულებლო ხელოვნება

AVICII-ს ახალი ალბომი TIM გავრცელდა

პოპულარული შვედი დიჯეის, Avicii-ს წარმომადგენლები არტისტის ახალ ალბომს Tim ავრცელებენ.

სტუდიურ ჩანაწერში სულ 13 კომპოზიცია შედის, რომლებზეც მუსიკოსი გარდაცვალებამდე მუშაობდა.

ნამუშევრის გაყიდვიდან შემოსული თანხა ავიჩის სახელობის საქველმოქმედო ფონდში Tim Bergling Foundation გადაირიცხება.

შვედი დიჯეი Avicii (ავიჩი) 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მადონასთან და Coldplay-სთან თანამშრომლობდა და თითო გამოსვლაში 250,000 $–ს იღებდა.

მისმა წარმომადგენელმა განცხადებაში თქვა, რომ დიდი მწუხარებით გვამცნობს ტიმ ბერგლინგის, იგივე დიჯეი Avicii-ის სიკვდილს.

ავიჩის გარდაცვალების მიზეზად სუიციდი დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი