არქიტექტურა, არქეოლოგია

ყველაზე უცნაური შენობები მსოფლიოს მასშტაბით

“მოცეკვავე სახლი” პრაღის ისტორიულ უბანში – ის წარმოადგენს გვერდიგვერდ აშენებულ ორ ცილინდრულ ნაგებობას, რომელთაგან ერთი გამართულია, მეორე – გადახრილი. სახლები დეკონსტრუქტივიზმის სტილის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება

სახლი “როიალი-ვიოლინო”  – ნაგებობა ჩინეთში, ქალაქ ჰუაინანიში დგას. შენობის დიზაინზე კომპანია Huainan Fangkai Decoration Project Co.-ს დიზაინერებმა იმუშავეს. “ვიოლინო” შენობის მაღალ სართულებზე ასავლელ ორიგინალურ ესკავატორს წარმოადგენს

ასე გამოიყურება კანზას-სიტის ბიბლიოთეკა:

კომპანია Longaberger-ს სათავო ოფისი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში. მისი მშენებლობა დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა

“სახლი-კაქტუსი” – ეს ულამაზესი შენობა როტერდამში მდებარეობს. ნაგებობა 19 სართულიანია და მასში 98 ბინაა განთავსებული

სალვადორ-დალის თეატრ მუზეუმი – ამ სახლის შექმნაზე მხატვარმა თავისი სიცოცხლის 10 წელი დახარჯა

“სახლი-ქვა” – ეს უცნაური სახლი ქვაშია გამოკვეთილი. ის პორტუგალიაში, პატარა ქალაქ ფაფეს სიახლოვეს მდებარეობს. სახლი  1973 წელს ააგო ვიქტორ როდრიგესმა, რომელიც აქ ცივილიზაციისა და ტექნოლოგიებისგან ისვენებდა  

კომენტარები

კომენტარი