შემოქმედებითი ინდუსტრიები

პრაღის კვადრიენალეზე საქართველო ნაციონალური პავილიონით მეოთხედ წარდგება

6-16 ივნისს სცენოგრაფიისა და თეატრალური არქიტექტურის დარგში საერთაშორისო ფორუმი პრაღის კვადრიენალე ტარდება, სადაც საქართველო ნაციონალური პავილიონით მეოთხედ წარდგება. ექსპოზიციას „გახსნილი წრე“ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი წარადგენს.

საქართველოს ნაციონალური პავილიონი „გახსნილი წრე“ ქმნის არტ-ტერიტორიას, რომლის მთავარი იდეაა ომისა და ომისშემდგომი ტრავმული საზოგადოების მდგომარეობაზე შემოქმედებითი რეფლექსიები. პავილიონის წრიულ ინსტალაციაში, ეკრანებზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სპექტაკლები: დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა“ და „ტარტიუფი“, ნიკოლოზ საბაშვილის „საქართველო“, გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ და „ანტიმედეა“, დათა თავაძის „ტროელი ქალები“ და შოთა ბაგალიშვილის „დიდი შესვენება“.

პრაღის კვადრიენალე სცენისა და პერფორმანსის დიზაინის სფეროში უდიდესი მსოფლიო ფორუმია, რომელიც 1967 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი