სტილი, დიზაინი

ქეით მოსი პირველად გახდა Giorgio Armani-ს სახე

ბრიტანელი სუპერმოდელი, ქეით მოსი, პირველად გახდა Giorgio Armani-ს სახე. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული სახეა მოდის ინდუსტრიაში და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მონაწილეობდა ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიც არიან: Gucci, Dolce & Gabbana, Louis Vuitton-ი, Versace, Chanel-ი, Missoni, Dior-ი, Longchamp-ი, David Yurman-ი და ა.შ, არასდროს გადაუღიათ Armani-სთვის.

ქეით მოსი, ამჯერად, ცნობილმა ფოტოგრაფებმა – მერთ ალასმა და მარკუს პიგოტმა გადაიღეს. მინიმალისტურ კადრებში, მოდელი Giorgio Armani-ს შემოდგომის კოლექციის სამოსითა და ახალი ვარცხნილობით პოზირებს.

Кейт Мосс стала лицом кампании Giorgio Armani (фото 0)
Кейт Мосс стала лицом кампании Giorgio Armani (фото 1)

კომენტარები

კომენტარი