კინო საშემსრულებლო ხელოვნება

“შურისმაძიებლებში” თორის როლის შემსრულებელიმა კინოკარიერა დროებით დაასრულა

ავსტრალიელმა მსახიობმა, კრის ჰემსვორტმა კინოკარიერის დასასრულზე განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

35 წლის მსახიობის თქმით, მას ოჯახთან ერთად სურს დროის გატარება. კრის ჰემსვორტს მეუღლე ელზა პატაკია, რომელთანაც მას სამი შვილი ჰყვს. “მათ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი აქვთ. პატარები არიან, მაგრამ კარგად ხედავენ იმას, რომ იშვიათად ვართ ერთად” – აღნიშნა მსახიობმა.

მსახიობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი დასვენება მინიმუმ 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება. “უბრალოდ ჩემს შვილებთან ერთად მინდა სახლში ყოფნა” – აღნიშნა ჰემსვორტი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს ბოლო 12 თვის განმავლობაში გადასაღებ მოედანზე მოუწია ყოფნა.

კრის ჰემსვორტი ცნობილია Marvel-ის ფილმის “შურისმაძიებლებში” თორის როლის შესრულებით.

 

კომენტარები

კომენტარი