საშემსრულებლო ხელოვნება

Forbes: რიანა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსის სტატუსი მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია Forbes-მა გაავრცელა.

ჟურნალის ინფორმაციით, ქონების ძირითადი ნაწილი რიანამ კომპანია საერთაშორისო ჯგუფ LVMH Moet Hennessy Louis Vuitton-თან პარტნიორობით დააგროვა. კომპანიას მილიარდერი ბერნარ არნო ხელმძღვანელობს, რომლის ოჯახი Forbes-ის სიაში 76 მილიარდი დოლარით მეოთხე ადგილს იკავებს.

პოპვარსკვლავმა Fenty Beauty-ის ხაზი 2017 წელს გამოუშვა და ფორბსის ინფორმაციით, ახლა მისი ქონება $600 მილიონს უდრის. ამით ის უსწრებს ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან მადონა ($570), სელინ დიონი ($450 მლნ) და ბიონსე ($400 მლნ).

Fenty Beauty-ის კოსმეტიკური ხაზი მისი ინკლუზიური პროდუქტით გახდა ცნობილი. ბრენდის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია

კომენტარები

კომენტარი