ვიდეოები

Reddit-ის მომხმარებელმა Minecraft-ში “ბერგჰაინი” დეტალური სიზუსტით ააშენა

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თამაშ Minecraft-ში მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღამის კლუბი – “ბერგჰაინი” დეტალური სიზუსტით ააშენა და ვირტუალური “ბერგჰაინის” ვიდეო იუთუბზეც გამოაქვეყნა.

“ბერგჰაინი” ცნობილია თავისი უმკაცრესი ფეის-კონტროლით: ზუსტად არავინ იცის, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იმისათვის, რომ იქ მოხვდეს. კლუბის ტერიტორიაზე ფოტოების გადაღებაც კი აკრძალულია. ამიტომ, Minecraft-ში შექმნილი ვირტუალური “ბერგჰაინი”, შესაძლოა, ზოგისთვის კლუბის მონახულების ერთადერთი საშუალებაც იყოს.

Minecraft-ი კომპიუტერული თამაშია, რომელშიც მოთამაშე ყველაფერს ბლოკებისა და კუბებისგან აწყობს. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშში მხოლოდ Berghain-ის ასლი არ არის შექმნილი. შესაძლოა გადააწყდეთ Pacha-ს რეპლიკას, Tomorrowland-ის მოდელსა და სხვა მსგავს ადგილებს.

კომენტარები

კომენტარი