არტ მენეჯმენტი კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

საერთაშორისო კინემატოგრაფიული კონკურსი პოლონეთში

საქართველოს ეროვნული კინო ცენტრი, პოლონური ორგანიზაციის ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და პოლონურ პროექტში მონაწილეობისკენ ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და კინოკრიტიკოსებს მოუწოდებს.

პროეტი სახელწოდებით „FIPRESCI Warsaw Critics Project“, მოიცავს ვორქშოპებს, რაც ვარშავის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება. მონაწილეებს ეძლევათ შანსი, დაესწრონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებას, შეხვდნენ გამოცდილ კინემატოგრაფებს და ითანამშრომლონ კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის ჟიურისთან.

ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტის ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს. მსურველებს აპლიკაციის გაგზავნა 15 სექტემბრამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც შეირჩევიან მონაწილეები. აღნიშნული ღონისძიება კი 13-22 ოქტომბერს ვარშავაში გაიმართება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები საქართველოს  კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზეა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი