ვიდეოები

ნახეთ: მულტფილმი, რომლის სცენარიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა

ვლოგერმა, კინემატოგრაფისტმა და ჟურნალისტმა, გრეგორი ოსტინ მაკკონელმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ექსპერიმენტი იმის შესამოწმებლად, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის გონების კრეატიულობის ჩანაცვლება. ამის შესამოწმებლად მან გამოიყენა ღია პლატფორმა Botnik-ი, რომელზეც ატვირთა პოპულარული წიგნები და ისტორიები: ჰარი პოტერის წიგნების სერია, “ვარსკვლავური ომების” სცენარი და სტივენ კინგის რომანები. ხელოვნურმა ინტელექტმა კი ტექსტების ანალიზის საფუძველზე, შექმნა საკუთარი ისტორია, რომლის შესახებაც მაკკონელმა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი შემოგვთავაზა, 3D ფორმატში. ბლოგერმა მულტფილმის შესაქმნელად პროგრამა Plotagon-ი გამოიყენა.

ანიმაციური ფილმის სცენარი, ისევე, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყველა პროდუქტი, ცოტა სასაცილო და ცოტაც ულოგიკოა. უცნაური ლექსიკა და სიტყვათა კონსტრუქციების გამეორება კი ანიმაციას სასაცილოს ხდის.

სამეცნიერო-ფანტასტიკური მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გვიყვება მომავალზე, სადაც არსებობს კოსმოსური ხომალდის დღე და წელიწადში ერთხელ, ამ დღის აღსანიშნავად, კოსმოსში 3 ადამიანს აგზავნიან.

კომენტარები

კომენტარი