კინო

ფაქტები, რომელთა გამოც რუსული მედია სერიალ “ჩერნობილს” აკრიტიკებს

ამერიკულმა ტელეარხმა – HBO-მ, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფაზე 5 ეპიზოდიანი სერიალი გადაიღო. სერიალი, რომელიც ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდ ავარიას ეძღვნება, პრემიერიდან მალევე IMDB-ის სათავეში მოექცა და რეიტინგით გაუსწრო ისეთ პოპულარულ სერიალს, როგორიცაა სამეფო კარის თამაშები”.

შოუს თითოეულ ეპიზოდს კრიტიკოსებისა და მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსული მედია ამ აზრს არ იზიარებს. რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “Россия 24”-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის წამყვანმაც სერიალი, ფაქტობრივი შეცდომების გამო, მკაცრად გააკრიტიკა.

გადაცემის წამყვანი სერიალის კრიტიკას პირველივე ეპიზოდიდან იწყებს, სადაც ნაჩვენებია, რომ აკადემიკოსმა ლეგასოვმა თავი მოიკლა ღამით, სინამდვილეში კი ეს დღისით მოხდა.

სერიალ “ჩერნობილის” ერთ-ერთ დიდ მინუსად რუსული ტელეარხის წამყვანი კადრებში გამოჩენილ ორმაგ მინებსა და პლასტმასის შუაშაბანდებს ასახელებს, რაც 1989 წელს, ცხადია, არ არსებობდა.

როგორც აღმოჩნდა, რუსი მაყურებლისთვის, უსიამოვნო აღმოჩნდა ის, რომ სერიალში რუსი მაღაროელები არაყს სამუშაო პროცესის დროს სვამენ. სიუჟეტის ავტორის თქმით, ეს ფაქტი მცდარია, რადგან მაღაროებელი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდნენ ალკოჰოლს მანამ, სანამ მუშაობას არ დაასრულებდნენ.

კიდევ ერთ შეცდომად სახელდება მიმართვა “ამხანაგო”, რადგან იმ დროს საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთს ამ სიტყვით მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყრილობებზე მიმართავდნენ.

რუსი მედიისთვის მოუღებელია ისიც, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ლეგასოვს ბორისი ემუქრება მაშინ, როცა, იმ პერიოდში, 1989 წელს, საბჭოთა აკდემიკოსს ვერტმფრენიდან გადმოგდებით ვერავინ დაემუქრებოდა.

წამყვანის თქმით, სერიალში დარღვეულია საბჭოთა ჯარისკაცების იარაღის ტარების სტილიც. ჯარისკაცებს იარაღი ისე უჭირავთ, როგორც ამერიკელებს: კონდახის იღლიაზე მიბჯენით, მაშინ, როცა საბჭოური სტილი იარაღის მკერდის გასწვრივ ტარებას გულისხმობდა.

კომენტარები

კომენტარი