სტილი, დიზაინი

ნახეთ: ბალენსიაგას 2019 წლის PRE-FALL კოლექცია უკვე იყიდება

ბალენსიაგამ 2019 წლის Pre-Fall კატალოგი სრულად გაავრცელა და ახალი პროდუქტები გაყიდვაში გამოუშვა.

კოლექცია სულ 97 მოდელითაა წარმოდგენილი. მათ შორის შეგხვდებათ რკინისქუსლიანი “შლოპანცი”, რომელიც 719 ევრო ღირს, წვეტიანი ცხვირის შუზები 1 420 ევროდ, “ჭუჭყიანი” ჯინსები, კუბოკრული კოსტიუმები და შარვლები, ქამრიანი მოკლე ქურთუკები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მოდელები საზოგადოების წინაშე ყურსასმენებითა და ტელეფონებით არიან წარმოდგენილნი. დემნა გვასალიას თქმით, ეს მნახველს ეხმარება წარმოდგენა რეალობასთან მიაახლოვოს.

კომენტარები

კომენტარი