კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

დევიდ ლინჩს კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “ოსკარი” გადაეცემა

ამერიკის კინოხელოვნების აკადემიამ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საპატიო “ოსკარის” მომავალი ლაურეატები დაასახელა. წელს, საპატიო ჯილდოს რეჟისორები დევიდ ლინჩი, ლინა ვერტმიულერი და მსახიობები ჯინა დევისი და უეს სტუდი მიიღებენ.

“აკადემიის მიერ საპატიო ჯილდოების გაცემის ყოველწლიური ცერემონია არის აღიარება იმ ადამიანებისა, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე ხელოვნების განვითარებას მიუძღვნეს და უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს ინდუსტრიაში და მასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში” – აღნიშნა აკადემიის პრეზიდენტმა, ჯონ ბეილმა.

დაჯილდოების ცერემონიალზე საპატიო “ოსკარი” შემდეგ კატეგორიებში გაიცემა: აკადემიის საპატიო ჯილდო, ჯიმ ჰერშლოტის ჰუმანიტარული ჯილდო და ირვინგ თალბერგის მემორიალური ჯილდო.

შეგახსენებთ, რომ საპატიო “ოსკარის” გადაცემის ცერემონია 2019 წლის 27 ოქტომბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი