შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში 2019 წლის 1 ივლისიდან LEADx ჩატარდება

თბილისში, ტექნოპარკის შენობაში 1 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით LEADx ჩატარდება.

LEADx Change არის გლობალური ინიციატივა ახალგაზრდა ლიდერებისთვის შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებიდან, რომლებიც საქმიანობენ საჯარო, კერძო, სამოქალაქო, მედია და აკადემიურ სფეროებში.

LEADx-ის მთავარი თემებია: ლიდერობა და მოლაპარაკებები; დემოკრატიული
მმართველობა და თანამედროვე ტექნოლოგიები; საერთაშორისო უსაფრთხოება და კრიზისების მართვა.

მასტერკლასებს გაუძღვებიან ტაფტის ფლეტჩერის სკოლის, ჰარვარდის კენედის სკოლის, NATO-ს, ატლანტიკური საბჭოს, NewsGuard-ის, Cisco-ს და სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების ლიდერები, ექსპერტები და პროფესორები. LEADx-ში მონაწილეობას მიიღებს 40 მონაწილე საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.

LEADx დასრულდება კრიზისული სიტუაციის 24 საათიანი მასშტაბური
სიმულაციით, SIMULEX-ით, რომელშიც ჩაერთვება 120 მონაწილე ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. სიმულაციის სცენარზე მუშაობენ ტაფტის ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტები.

აპლიკაციები მიიღება 2019 წლის 7 ივნისამდე, ვებსაიტის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი