შემოქმედებითი ინდუსტრიები

გორში 5 ივნისიდან კომედიის თეატრალური ფესტივალი გაიმართება

5 ივნისს გორში, ტრადიციულად კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი იწყება. უცველელი სლოგანით – ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს”.

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყება და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის თეატრის დასები მიიღებენ. გახსნის ცერემონია 18 საათზე, ქალაქ გორის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მსვლელობით და საკონცერტო პროგრამით დაიწყება, უკვე 20.00სთ-ზე, კი ფესტივალს გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით – ,,მეფე მოკვდა” გახსნის.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ,,Black Box” -ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, ჟიურის წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.

კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო. ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

ფესტივალი იმართება – გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით და საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი