ვიდეოები

ბოლო ზარის 10 საუკეთესო კლიპი

უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ბოლო ზარის წარმოდგენები კლასისა და სკოლის ჰიმნებმა ჩაანაცვლა. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ერთგვარი ტრენდია, რომელიც თანდათან ტრადიციად ყალიბდება.

ვიდეოკლიპების აქტუალობის დასამტკიცებლად ისიც კი გამოდგება, რომ რამდენიმე ჰიმნს მილიონოიბთ ნახვა აქვს, რაც ქართულიშოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის დიდ მიღწევად ჩაითვლებოდა.

სასკოლო კლიპები გაჯერებულია რუსული ჟარგონებით, ბარბარიზმებით, ქურდული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი ტერმინებითა და ჟესტებით, თუმცა ერთი რამ ცხადია, ეს ყველაფერი შარჟია, რაც მის პოპულარობას განაპირობებს.

გთავაზობთ 10 კლიპს, რომლებიც ყველაზე ნახვადია:

ბოლო ზარის კლიპების მოყვარულები პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე 21-ე საჯარო სკოლის ჰიმნებს ყოველთვის მოუთმენლად ელიან. სწორედ ეს სკოლა იყო პირველი, რომელმაც ბოლო ზარის ვიდეორგოლების ხელოვნებაში ჰიპ-ჰოპის სტილი შეიტანა და ალბათ, სიახლე იქნება თქვენთვის თუ გაიგებთ, რომ წინამდებარე კლიპში ყველასთვის ნაცნობი ქართველი რეპერი, მიშკა მგალობლიშვილი, სასცენო ფსევდონიმით Young Mic-ი მღერის.

2007 წლის მერე, შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული არაფერი შექმნილა 2015 წლადე ანუ იქამდე, სანამ 171-ე საჯარო სკოლა უკვე ხარისხიან და დახვეწილ ტექსტსა და სიმღერას არ შემოგვთავაზებს.

ვიდეოს 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, თუმცა სამწუხაროა, რომ ვიდეოს პოპულარობას იმ დიდმა ტრაგედიამ შეუწყო ხელი, რომელიც კლიპში მონაწილე დამამთავრებელი კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს, ბეგი მამალაძესა და მის ოჯახს შეემთხვა.

53-ე საჯარო სკოლამ ბოლო ზარის ვიდეოკლიპი სხვა შინაარსით წარმოგვიდგინა. მათ მასწავლებლების პაროდირება სცადეს, რამაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

მსგავსი ფორმა აირჩია 1-ლი კლასიკური გიმნაზიის 2018 წლის გამოშვების ერთ-ერთმა კლასმაც.

თბილისს არც სხვა ქალაქები ჩამორჩენია, თუმცა ქუთაისის პირველმა სკოლამ, სხვა ქალაქებთან შედარებით, 2017 წელს ყველაზე მეტი ნახვა მოაგროვა.

3,852,963 ნახვა?

კვლავ შისტოი

ბოლო დროის ყველაზე აქტუალური ჰიმნი

პირველი კლასიკური გიმნაზაცია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა

ტრენდს ბათუმიც შეუერთდა

კომენტარები

კომენტარი