ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლიტერატურული ფორუმის ფარგლებში, თბილისი ევროპული საგამომცემლო და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებს მასპინძლობს

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი იწყება. ქართველი მწერლებისა და ქართული ლიტერატურის გაცნობით მიზნით, ცენტრის მოწვევით, თბილისს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და ბელგიის ლიტერატურისა და წიგნის სექტორის 15 წარმომადგენელი ესტუმრა. 

უცხოელი გამომცემლები, საავტორო უფლებების მენეჯერები, ლიტერატურის ჟურნალისტები, აგენტები და წიგნის მაღაზიის წარმომადგენლები, 4 დღის განმავლობაში, ადგილზე შეხვდებიან ქართველ კოლეგებს, მწერლებსა და კრიტიკოსებს და დაათვალიერებენ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედეა მეტრეველი სტუმრებს ცენტრის საქამიანობასა და მიღწევებს გააცნობს, თანამედროვე მწერალი და კრიტიკოსი, დავით გაბუნია კი მათ თანამედრივე კლასიკოს ავტორებსა და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე ესაუბრება. ევროპული საგამომცემლო და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებს, ასევე, საგამომცემლო სახლები და წიგნის მაღაზიები უმასპინძლბენ. 

აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის არიან 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში ჩატარებული სპეციალური კამპანიის “Book Shop Campaign” გამარჯვებული წიგნის მაღაზიის წარმომადგენლები. გერმანიის წიგნის მაღაზიის “ocelot, not just another bookstore” ბერლინის ფილიალის ორი წარმომადგენელი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრმა, გასულ წელს, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი