არქიტექტურა, არქეოლოგია

არქეოლოგებმა რომში დიონისეს ქანდაკების მარმარილოს თავი აღმოაჩინეს

რომში არქეოლოგებმა მარმარილოს უზარმაზარი თავი აღმოაჩინეს, რომელიც, ღვინის ღმერთს, დიონისეს განასახიერებს.

არქეოლოგიური გათხრების ანტიკური ქალაქის ცენტრში, ძველი რომაული ფორუმის ნარჩენებთან ახლოს მიმდინარეობდა.

აღმოჩენა, არქეოლოგებმა, 2,000 წლით, რომის იმპერიის დროით დაათარიღეს.

“სახე არის დახვეწილი და რბილი, ახალგაზრდა და ქალური. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს შეიძლება იყოს დიონისეს გამოსახულება “. – ამბობს ერთ-ერთი არქეოლოგი.

მარმარილო გაიწმინდება და საბოლოოდ გამოიფინება.

“რომი ყოველ დღე კვლავ გვაოცებს, ძეგლის კარგ მდგომარეობაშია, ეს საოცარია. “- ამბობს დედაქალაქის მერი ვირჯინია რაგგი.

კომენტარები

კომენტარი