სტილი, დიზაინი

რუსები ითხოვენ დემნა გვასალიამ Balenciaga-ს დირექტორის პოსტი დატოვოს

ცნობილი რუსი პოპ-მომღერალი ოლგა ბუზოვა ამბობს, რომ მოდის სახლის, Balenciaga-ს და Vetements-ის დირექტორმა დემნა გვასალიამ ითხოვა, რომ რუსმა მომღერალმა ხშირად არ ჩაიცვან მისი ქურთუკი და არ დაწერონ ყველაგან, რომ ამ ბრენდის შეკერილი სამოსი აცვით.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მას სთხოვა, რომ ბუზოვასთვის ეთქვა ნუ აცვია ყველგან ჩვენი ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებ. მომღერალი ამბობს, რომ ეს დიზაინერი დემნა გვასალია იყო. 

ოლგა ბუზოვას თქმით, ასეთ განცხადებას ქართველი დიზაინერისგან არ მოელოდა – „ქართველი კაცები ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობისა და ღირსების ასოციაციას იწვევდნენ. ღირსეულია თუ არა კაცის მხრიდან ასეთი საქციელი?!“, – წერს ბუზოვა.

კომენტარები

კომენტარი