ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

დიზაინერი თებე მაგუგუ – სამხრეთ აფრიკის კულტურული რენესანსის ეპიცენტრში

გასულ თვეს 26 წლის დიზაინერმა, თებე მაგუგუმ ( Thebe Magugu ) სამხრეთ აფრიკის მოდის კვირეულზე წარდგენილი კოლექციისთვის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ჩვენების ბოლოს, ის მოკრძალებული თავის დაკვრით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მკვეთრი, თამამი, ტექნიკურად რთული ტანსაცმელი, გასაოცარი ფერები და საფარის შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები მის გასაოცარ ენთუზიაზმს ავლენდა ამ საქმის მიმართ.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

აღსანიშნავია, რომ თებე მაგუგუმ მნიშვნელოვანი მისია იტვირთა. იოჰანესბურგში მოღვაწე დიზაინერი მხოლოდ სამი წელია, რაც ბრენდს ხელმძღვანელობს. თუმცა ამ მოკლე პერიოდში შეძლო, შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც გადმოსცემდა სამხრეთ აფრიკის იდენტობის გლობალურ პერცეფციას. მაგუგუს დიზაინი ჟურნალ Faculty Press– შია წარმოდგენილი, სადაც მისი მშობლიური ქვეყნის სახე წარმოჩენილია როგორც ხალისიანი, პროგრესული და მეტად კომპლექსური.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance
Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

“ვფიქრობ, რომ ხელოვნების გარკვეული მოძრაობები ტანჯვის პერიოდში აღმოცენდება, რადგანაც ხელოვნება ადამიანებს ტრავმებთან გამკლავების საშუალებას აძლევს. ზუსტად იმავეს ვაკეთებ სამოსით. ვცდილობ, სამხრეთ აფრიკა ამ ჭრილში დავინახო და არსებული ტკივილს სრულიად საპირისპირო მიმართულება მივცე.” – განმარტავს დიზაინერი.

მაგუგუ 1993 წელს პატარა ქალაქში, კიმბერლიში, დაიბადა, აპარტეიდის რეპრესული რეჟიმის გაუქმებამდე ერთი წლით ადრე. სამხრეთ აფრიკას მართავდა თეთრების სუპრემაცისტი უმცირესობა, რომელმაც მართველობის სისტემა მთლიანად დააფუძნა რასობრივ სეგრეგაციაზე. ამ ავტორიტარული აჯენდას კვალი დღემდე ეტყობა ქვეყანასა და მის გლობალურ პერცეფციას. ბევრისთვის სამხრეთ აფრიკა დღემდე ასოცირდება ტკივილის, ძალადობისა და უთანასწორობის ადგილთან.

მაგუგუმ, თავისი ინსტალაციით ლონდონის საერთაშორისო მოდის გამოფენაზე, მიზანს მიაღწია. მის პრეზენტაციაზე, სათაურით – “Dawning” (აისი), წარდგენილ სამოსზე ტექსტები იყო დატანილი სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციიდან. “ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე პროგრესული კონსტიტუცია გვაქვს, რადგანაც ის წარსული შეცდომების გამოსასწორებლადაა შექმნილი”. სწორედ ეს აღსანიშნი დამოკიდებულება, რომელსაც ნათელი შეაქვს ქვეყნის სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროგრესში, გახდა მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance
Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

განათლებაზე ყურადღების გამახვილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მაგუგუს შემოქმედებაში. მისი თითოეული კოლექცია ეფუძნება სკოლის საკითხს. ნამუშევრებში მან წარმოადგინა აფრიკული ფემინიზმის ხედვა, რაც შთაგონებული იყო მისთვის სამი უმნიშვნელოვანესი ქალის – ბებიის, დედისა და დის მიერ.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

მისი ფუტურისტული ხედვა აისახა ტრადიციული ფემინური სილუეტების მანიფესტაციებში. წითელყვავილიანი ქურთუკი, ზურმუხტისფერი ბადის კაბა და ასიმეტრიული სამხედრო კოსტიუმი მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება სამხრეთ აფრიკის დიზაინის დასავლურ აღქმას, რაც ძირითადად ცხოველის პატერნებსა და ტომების ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance
Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

დღევანდელი სამხრეთ აფრიკის მდიდარი კულტურა ახალგაზრდა თაობის მიერ არის შექმნილი. იმ თაობის, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში, აპარტეიდის გაუქმების შემდეგ დაიბადა 1994 წელს. მაგუგუ აფრიკის კულტურული რენესანსის ცენტრალურ ფიგურად მოიაზრება. ეს გამოწვეულია არამარტო მისი დიზაინის უნიკალური ხედვით, არამედ რწმენით, რომ შეუძლია მისი თაობის ხმა და მნიშვნელობა გააძლიეროს.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

შექმნილი პროდუქტი მოგვითხრობს სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული კულტურის წარმომადგენლების შესახებ, ეხება გენდერული იდენტობის, ფემინიზმისა და LGBTQ + საზოგადოების უფლებების საკითხებს. “ფოტოკამპანიის მთავარი მიზანი დაჭერა იყო იმ მნიშვნელოვანი მომენტების, იდეებისა და ფიქრების, რომლებიც ამოძრავებენ და ასულდგმულებენ ჩვენს კულტურულ ლანდშაფტს”. – განაცხადა მაგუგუმ.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

“სამხრეთ აფრიკაში ბევრი ადამიანი აკეთებს მონუმენტურ და მნიშვნელოვან საქმეს თავის სფეროში, თუმცა ისინი დამსახურებულ ყურადღებას ვერ იღებენ. გადავწყვიტე, ეს საკითხი Faculty Press-ის მეშვეობით მომეგვარებინა. ეს მხოლოდ მე არ მეხება. ეს პროექტი ქვეყნის თითოეული ადამიანის შესახებ არის, რომელიც სამხრეთ აფრიკის თანამედროვე სახის დანახვის საშუალებას იძლევა.”

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance
Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

თებე მაგუგუ აგრძელებს ხალხის აღიარების მოპოვებას: ორი თვის წინ ის დასახელდა LVMH ( Louis Vuitton Moet Hennessy )-ის რვა ფინალისტს შორის. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა დიზაინერისთვის, რადგან ისტორიის მანძილზე კონკურსი მუდმივად განიცდიდა აფრიკის წარმომადგენლების ნაკლებობას. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მას არ გაუმარჯვია, ეს იყო დასტური, რომ მაგუგუ თავისი ბრენდით ადამიანების გულებს ეხება და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაგუგუმ თავისი კარიერის გზაზე გამარჯვების მოპოვება უკვე შეძლო.

Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance
Meet Thebe Magugu the Designer at the Heart of South Africas Cultural Renaissance

წყარო: Vogue.com

კომენტარები

კომენტარი