სტილი, დიზაინი

თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან ერთად რეკლამაში გადაიღეს

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ცნობილი მსახიობი ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის Сalzedonia რეკლამაში ერთად გადაიღეს, – ინფორმაციას ფეისბუქზე თაკო ნაცვლიშვილის დედა, ნინო ცქიტიშვილი ავრცელებს.

“”Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მაშტაბით იტრიალებს”” – წერს ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სარეკლამო ვიდეორგოლი ივნისის ბოლოს გამოვა.

ოსკარის მფლობელი ლეგენდარული მსახიობი უკვე სამ წელზე მეტია რაც იტალიური ბრენდის სახეა და ხშირად ჩნდება მათ რეკლამებშიც.

კომენტარები

კომენტარი