არქიტექტურა, არქეოლოგია

ბრიტანელმა არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, 10 ათასი წლის წინანდელი დასახლება აღმოაჩინეს

გამოცემა Live Science-ს ცნობით, ბრედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩრდილოეთის ზღვაში გაქვავებული ტყე აღმოაჩინეს, რომელზეც, შესაძლოა, 10,000 წლის წინ მცხოვრები პრეისტორიული ადამიანის კვალი აღმოჩნდეს.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ დასახლებასთან” – თქვა პროექტის ერთ–ერთმა ლიდერმა, ბრედფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგმა, ვინსენტ გრაფნიმ.

ის დასძენს, რომ “ამ რეგიონის არტეფაქტების რაოდენობა გვითხრათ, რომ იქ რაღაც არსებობს”.

მკვლევრებმა 11-დღიანი ექსპედიციის ფარგლებში სინჯები აიღეს. ჩაძირული ლანდშაფტის ასაკი 10 ათას წელს აღწევს და რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. 

ნიმუშების პირველადი მონაცემების მიხედვით, ზღვის ფსკერზე არის შეკუმშული ტორფის ფენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქ წარსულში ადამიანისთვის საცხოვრებლად შესაფერისი წყლები იყო. მეცნიერებს სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში ამ ადგილზე ადამიანის კვალსაც მიაგნებენ. 

კომენტარები

კომენტარი