სტილი, დიზაინი

Balenciaga-მ ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე გამოუშვა, რომელიც 447,05 ევრო ღირს

მოდის სახლმა ‘Balenciaga’, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, ბოთლის თავსახურის ფორმის საყურე გამოუშვა, რომლის ფასი 447,05 ევრო გახლავთ.

საყურე ორი ნაწილისგან შედგება, ესენია: მეტალის (100%) კუთხოვანი რკალი და პლასტმასის (100%) ბოთლის თავსახურის ფორმის ბრენდირებული აქსესუარი.

საყურე Brownsfashion-ზე იყიდება, სადაც ვკითხულობთ: “იყავით ეკოლოგიისა და მოდის მეგობარი ‘ბალენსიაგას’ საყურეებთან ერთად. თუ თავაზიანად სთხოვთ, დარწმუნებული ვარ, თავსახურის შესაბამის ბოთლსაც გაჩუქებენ”.

შეგახსენებთ, გასული წელს დემნა გვასალიამ აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი