არტ მენეჯმენტი

აბორტის უფლებაზე ნეთფლიქსი პირველი ალაპარაკდა

მას შემდეგ, რაც შტატ ჯორჯიას მმართველმა ბრაიან კემპმა ხელი მოაწერა “heartbeat” (გულისცემა) კანონპროექტს, რომელიც ორსულობის ექვსი თვის შემდეგ აბორტს კრძალავს, ჰოლივუდის სტუდიებში ბევრი სხვადასხვაგვარი რეაქცია გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სტუდიების უმეტესობა პროექტებს სწორედ ჯორჯიაში იღებს. გუშინ, 28 ივნისს, ნეთფლიქსმა პირველმა გააკეთა საჯარო განცხადება აღნიშნული თემის ირგვლივ.

ნეთფლიქსის მთავარმა კონტენტ ოფიცერმა ტედ სარანდოსმა, ჟურნალ Variety-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სტუდია დაწყებული ფილმების გადაღებას გააგრძელებს ჯორჯიაში, თუმცა ახალი პროექტების აქ დაგეგმვაზე კიდევ ერთელ დაფიქრდებიან იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი სრულად ამუშავდება. “ჩვენს პროექტებში, რომლებიც ჯორჯიაში ხორციელდება ბევრი ქალი არის ჯორჯიაში ჩართული. ეს კანონი მათ და სხვა მილიონობით ქალის უფლებებს ზღუდავს.”

ჯორჯია რიგით მესამე შტატს წარმოადგენს ალაბამას, მისოურისა და ოჰაიოს შემდეგ, რომელმაც ხელი მოაწერა კანონპროექტს. ვინაიდან და რადგანაც ჰოლივუდის ბევრი სტუდია სწორედ ამ შტატში იღებს ფილმებს, ჯორჯია კინო ლოკაციად აღიქმება. ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან სხვა კინო სტუდიები თავს იკავებენ, მათ შორის The Walt Disney Co., Warner Media, Sony Pictures Entertainment, NBC Universal, Viacom, Fox და Amazon Studios.

ამასთანავე, განსხვავებული პოზიცია სხვა კინემატოგრაფებმაც წამოაყენეს. ჯეი ჯეი აბრამსმა და ჯორდან პილიმ, რომლებიც ჯორჯიაში ახალ შოუს “Lovecraft Country” იღებენ, განაცხადეს, რომ შტატში გადაღებებს გააგრძელებენ, თუმცა “ჯორჯიას ქალების მხარდამხარ” იდგებიან. მათი ინფორმაციით, ეპიზოდური შემოსავლის 100 პროცენტს გადაურიცხავენ ადამიანთა უფლებების დამცველ ორ ორგანიზაციას.

კომენტარები

კომენტარი