ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

რამშტაინმა ახალი ალბომის რიგით მესამე კლიპი გამოუშვა

გუშინ, 28 ივნისს, რამშტაინმა ახალი კინემატოგრაფული კლიპი “Ausländer ” (უცხოელები) გამოუშვა. ჯგუფის ბოლო ნამუშევარი დაგეგმილი 5 კლიპის მესამე ეპიზოდს წარმოადგენს. ვიდეო გადმოგვცემს გერმანელი პირომანიაკების ხედვას, რომლებიც პირველყოფილ ტომს შეუერთდებიან. ვიდეოს რეჟისორი ანტონიო პალადინო გახლავთ. მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახალისოდ მოთხრობილი ამბავი სოციოპოლიტიკურ აქცენტს აკეთებს, რაც გულისხმობს დაუოკებელი სექსუალური სურვილების გამოვლენასა და ჯგუფის წევრების, როგორც დამპყრობელი კოლონიალისტების მანკიერი მხარეების წარმოჩენს.

რამშტაინის ახალი ალბომი, რომელიც 10 წლიანი პაუზის შემდეგ, 17 მაისს გამოვიდა. წინა სიმღერებმა – ” Deutschland” და ” Radio” – იუთუბზე უკვე მოაგროვეს 87 მილიონზე მეტი ნახვა. დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით ბენდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტატუსს ატარებს მძიმე მუსიკის ჟანრში.

კომენტარები

კომენტარი