კინო სტილი, დიზაინი

10 რამ, რაც კანის კინოფესტივალმა გვასწავლა

ტარანტინო თავის „Pulpy“ წარსულს დაუბრუნდა

ეს სასიამოვნო სიახლე იქნება კანის ფესტივალიდან მათთვის, ვინც ტარანტინოს მას შემდეგ განუდგა, რაც რეჟისორმა ვესტერნებისა და საომარი ფილმების გადაღება დაიწყო. ის თავის „ფალფ ფიქციის“ ფესვებს დაუბრუნდა ფილმით – „ერთხელ ჰოლივუდში“, რომელიც ბრედ პიტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით, 1960-იანი წლების დრამას წარმოადგენს.

სტილის მასტერკლასი ელისგან

კანის ფესტივალი, როგორც წესი ჩაცმულობების შეფასების ადგილიც ხდება. The Beguiled – ის ვარსკვლავი ელ ფენინგი მსოფლიოს ყველაზე მოდური ჟიურის – გუჩის, დიორისა და ვალენტინოს მიერ იქნა აღიარებული.

წითელ ხალიჩაზე #MeToo-მ განცხადება გააკეთა

#MeToo მოძრაობა ჯერ კიდევ კანის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. მსახიობი სენდ ვან როი წითელ ხალიჩაზე გიგანტური ტატუთი წარსდგა – “Stop Violence Against Women” (შეწყდეს ქალებზე ძალადობა). 2018 წელს ვან როიმ რეჟისორი ლუკ ბესონი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

პალმის რტო – პედრო ალმადოვარს?

შესაძლოა პედრო ალმადოვარს მეექვსედ გაუმართლოს. კანის ვეტერანმა პირველ პალმის რტოზე ისაუბრა, რომელიც „ტკივილისა და დიდებისთვის“ მიიღო. შეეხო პირადი სიყვარულის დრამას, ასაკში შესვლასა და ნოსტალგიას.

….თუმცა, შესაძლოა, სციამას პორტრეტმა მას რტო გამოსტაცოს

ალმადოვარს კონკურენციას სელინ სციამა უწევს ფილმით Portrait of a Lady on Fire, რომელიც ლესბოსელების რომანს ეხება. ფრანგი რეჟისორი მეორე ქალი იქნება, ჯეინ კემპიონის (1993) შემდეგ, რომელიც სახლში პალმის რტოს წაიღებს.

“შუქურა” – რობერტ პატინსონის საუკეთესო შესრულება

ეჭვგარეშეა, რომ ფესტივალის ყველაზე პოპულარული ფილმი რობერტ იგერსის “შუქურა” (The Lighthouse) იყო, რომელიც მაყურებელს რობერტ პატინსონის, საკუთარი კარიერის განმავლობაში, საუკეთესო შესრულებას სთავაზობს.

ჰუპერტმა ყველას იმედი გაუცრუა

ფესტივალის ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახლდათ “ფრანკი” (Frankie), ოჯახური დრამა, რომელშიც ისაბელ ჰუპერტი თამაშობს.

ლოუკმა კიდევ ერთი აღმაფრთოვანებელი დრამა შემოგვთავაზა

სამ წლიანი შესვენების შემდეგ, კენ ლოუკი ფესტივალზე სოციალური რეალიზმის კიდევ ერთი შედევრით – Sorry We Missed You – დაბრუნდა.

მძინარე მიურეიმ ფესტივალის დამსწრეები გაახალისა

ბილ მიურეი აღფრთოვანებული ჩანდა, როდესაც პრესკონფერენციაზე მისმა ახალმა ფილმმა შექება დაიმსახურა, თუმცა მოგვიანებით, გახსნის ცერემონიაზე ჩათვლიმა, რამაც დამსწრე საზოგადოება გაახალისა.

კანიც ვერ გაექცა დრაკონებს

იმედი უნდა გაგიცრუოთ, ვინც ფიქრობდით, რომ კანის ფესტივალი “სამეფო კარის თამაშების” დაავადებისგან დაცული იქნებოდა. ქლო სევინი იმ ადამიანთა შორის იყო, რომლებიც ცდილობდნენ ლაივში ენახათ შოუს დასასრული.

კომენტარები

კომენტარი