არტ მენეჯმენტი არქიტექტურა, არქეოლოგია

თანამშრომლების გაფიცვის გამო ლუვრის მუზეუმი დროებით დაიხურა

ორშაბათს პარიზში ლუვრის თანამშრომლები გაიფიცნენ, რის გამოც, მუზეუმის დროებით დახურვა გახდა აუცილებელი. ამ ფაქტმა ტურისტების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც უშედეგოდ ელიან ლუვრის უძვირფასესი ექსპონატების დათვალიერებას.

მუზეუმის განცხადებით, თანამშრომლების გაფიცვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ტურისტების გაზრდილ რაოდენობას არსებული მომსახურე პერსონალის რაოდენობა არ ჰყოფნის.

„მიმღების თანამშრომლებისა და დაცვის წევრების გაფიცვის გამო, რომელიც გამოწვეულია მნახველების მაღალი რაოდენობით, ლუვრი ორშაბათს დაკეტილი იქნება“ – ტვიტერზე გამოაქვეყნა მუზეუმის ადმინისტრაციამ.

გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლების მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუარესებული და ისინი ვეღარ უმკლავდებიან სტუმრებს.

2018 წელს ლუვრს 10 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა, ამასთანავე, 2009 წლის შემდეგ მათი რიცხვი 20% არის გაზრდილი.

პარიზის კულტურის სამინისტროს წინ მუზეუმის 150 თანამშრომელი შეიკრიბა „თანამშრომლების დეფიციტის წინააღმდეგ“ პროტესტის გამოსახატად.

ლუვრის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვინც ბილეთი ორშაბათს შეიძინა, ფული უკან დაუბრუნდებათ.

აღსანიშნავია, რომ ლუვრი ორშაბათს განსაკუთრებით გადატვირთულია იმის გათვალისწინებით, რომ ამ დღეს პარიზის სხვა მუზეუმები არ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ეს ლუვრის თანამშრომლების გაფიცვის პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ისინი ქუჩაში 2013 წლის აპრილში გამოვიდნენ. რისი მიზეზიც მუზეუმში გაზრდილი ჯიბისქურდები გახდა.

კომენტარები

კომენტარი