არტ მენეჯმენტი კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

შვეიცარიაში სწავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება!

შვეიცარიაში სწავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება  – ყოველივე ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ოფიციალური ვებ–გვერდიდან ვიგებთ.

განცხადება მიმართულია მკვლევრებისკენ და ხელოვანებისკენ. ამასთან ერთად, უნდა ფლობდეთ ინგლისურ ან შვეიცარიის ოთხი სახელმწიფო ენიდან ერთ–ერთს (გერმანული, ფრანგული, იტალიური, რეტორომანული).

გამოქვეყნებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად:

“შვეიცარიაში სწავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება! თუ თქვენ ხართ მკვლევარი ან ხელოვანი, ფლობთ ინგლისურ ან შვეიცარიის 4-დან ერთ–ერთ სახელმწიფო ენას და გსურთ სწავლა გააგრძელოთ შვეიცარიის მოწინავე უნივერსიტეტებსა თუ კონსერვატორიაში, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა!

გთხოვთ გაითვალისწინოთ: აპლიკაციის ფორმის მისაღებად გამოგვიგზავნეთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი სტიპენდიის სახის მითითებით შემდეგ მისამართზე: tif.vertretung@eda.admin.ch.

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ჩვენს საიტზე. შვეიცარიის საელჩოს მიერ საბუთების მიიღების ბოლო ვადა ამა წლის 20 ნოემბერია!”

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: საქართველო და შვეიცარია

კომენტარები

კომენტარი