კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

გამოჩენილი თუ დაკარგული ჯიმ ქერი

როგორც ყველამ ვიცით, ჯიმ ქერი კომედიური ჟანრის მამადაა აღიარებული, მაგრამ ბოლო წლებში გამოსული ფილმები, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებს, ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. მეტიც, 2017 წელს გამოშვებულ ფილმში „ცუდი სერია“ ხალხმა ჯიმი ვერც კი იცნო და ყურადღებაც არ მიაქცია. იგი კინემატოგრაფიული ასპარეზიდან დაკარგულია.

ეს ყველაფერი აჩენს კითხვას, თუ რას აპირებს ჯიმ ქერი? მსახიობმა თავადვე გადაწყვიტა გაეცა მაყურებლებისთვის პასუხი. ორი კვირის წინ მან სოციალურ ქსელში ექვსწუთიანი “vimeo”, დოკუმენტური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და უკვე ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორი პასუხისმგებლობით მუშაობს ჯიმ ქერი თავის, აწ უკვე, სამხატვრო სტუდიაში. მან ხატვა ექვსი წლის წინ დაიწყო, რათა დარდი გაექარვებინა.”მე მჭირდებოდა ფერი”– ამბობს თავად და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი ამჟამინდელი საქმიანობა. მსახიობს ეს ყველაფერი კარგად გამოსდის. ჯიმ ქერის აზრით, ნამდვილი ხელოვანი ისაა, ვინც საკუთარ შინაგან სამყაროს ხელოვნების გზით გადმოსცემს. მათ რეალობაში მოჰყავთ საკუთარი ემოციები, გრძნობები და საჭიროებები.

 

კომენტარები

კომენტარი