კინო

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის სახელწოდება ცნობილია

კრისტიფერ ნოლანი ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაც ახლახან გახდა ცნობილი. “Tenet” – (“დოგმა” ან “პრინციპი”) ასე ჰქვია ფილმს, რომელიც საერთაშორისო შპიონაჟის საიდუმლო სამყაროზე მოგივთხრობს.

ფილმში მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და ჯონ დევიდ ვაშინგტონი შეასრულებენ. ფილმში, აგრეთვე, მონაწილეობენ, ელიზაბეტ დებიცკი, აარონ ტეილორ-ჯონსონი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, კლემანს პოეზი, კენეტ ბრანა და მაიკლ კეინი.

“Tenet”-ი ნოლანის რიგით მე-11 ფილმი იქნება. ოსკაროსანი რეჟისორი მასზე ისლანდიელ ოპერატორთან, ჰოიტ ვან ჰოიტემასთან ერთად იმუშავებს.

ცნობილია ისიც, რომ ნოლანის ახალი ფილმისთვის მუსიკას ოსკაროსანი ლუდვიგ გიორანსონი დაწერს.

ფილმს, რომელზეც კომპანია “უორნერ ბრაზერსი” იმუშავებს, მსოფლიოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაში გადაიღებენ. მას მაყურებელი 2020 წლის 17 ივლისს იხილავს.

კომენტარები

კომენტარი