შემოქმედებითი ინდუსტრიები

პირველად საქართველოში Mercedes-Benz Business Week ჩატარდება

8-9 ივნისს Mercedes-Benz-ისა და Bene Exclusive-ს ორგანიზებით, Mercedes-Benz Business Week Georgia მსოფლიოში პირველად, თბილისში ჩატარდება.

პროექტის მიზანი რეგიონში ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირებაა.

კვირეულის ფარგლებში ქართველი და საერთაშორისო სპიკერები ისაუბრებენ სხვადასხვა თემებზე და საკუთარ ბიზნეს გამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეულ სტუმრებს.

საერთაშორისო ბიზნეს კვირეული საქართველოში სს “დაიმლერის” ოფიციალური წარმომადგენლების, „ბენე ექსკლუზივი“-სა და შპს „აკა “-ს ორგანიზებით განხორციელდება.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება კომპანიებმა წინასწარ დაგეგმონ საქმიანი შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლის ორგანიზებას Networking Georgia-ს გუნდი უზრუნველყოფს.

“დასწრების მსურველები ვერიფიკაციას „ბენე ექსკლუზივის“ საიტსა და tkt.ge-ზე გაივლიან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი