საშემსრულებლო ხელოვნება

დევიდ გარეტი საქართველოში კონცერტს გამართავს

13 სექტემბერს, დევიდ გარეტი თბილისში, სპორტის სასახლეში, კონცერტს გამართავს. ცნობილი მევიოლინე საქართველოს თავისი ახალი ალბომით “Unlimited – Greatest Hits”-ით ევროპის ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსაც 24 მაისს გერმანიიდან დაიწყებს და 11 ოქტომბერს ესტონეთში დაასრულებს.

“დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს “UNLIMITED –LIVE 2019“. ახლა, ისე, როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად, საზეიმოდ აღვნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი” – განაცხადა მუსიკოსმა.

კონცერტზე, დევიდ გარეტი თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს შეასრულებს, ისეთებს, როგორებიცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”, “Thunderstrck”.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 მაისს 20:00 საათზე დაიწყება, ფასი კი 80-დან 250 ლარამდე იქნება.

კომენტარები

კომენტარი