არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება კინო

ხორვატიის ქალაქ სპლიტში “სამეფო კარის თამაშების” მუზეუმი გაიხსნა

ხორვატიის ქალაქ სპლიტში “სამეფო კარის თამაშების” მუზეუმი გაიხსნა. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მნახველებს საშუალებას აძლევს, დაათვალიერენონ ყველაფრის რეპლიკაციები, დაწყებული იარაღებითა და კოსტიუმებით, დამთავრებული დრაკონის თავით.

მუზეუმის 300მ2 სივრცეში 100-ზე მეტი ექსპონატია განლაგებული.

“მუზეუმი ცდილობ გამოგზაუროს შუასაუკუნეების პერიოდის სერიალის რეალობაში” – აცხადებს ლუკა გალიკი, მუზეუმის მფლობელი.

ვიზიტორებს შესასვლელში დრაკონების თავები ეგებებათ, სადაც შეხვდებიან ვალირიული ფოლადის ხმალსაც და რეალური ზომის პერსონაჟების ქანდაკებებსაც.

გიდებად მუშაობენ ისტორიის ექსპერტი მთხრობელები, რომლებიც მთლიან სივრცეს ათვალიერებინებენ მნახველებს.

მუზეუმი ბოსანკაში მეცხრე ქუჩაზე მდებარეობს და მუშაობს დილის ცხრიდან საღამოს 10 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი