სტილი, დიზაინი

შემდეგი წლიდან პრადა ნატურალური ბეწვის გამოყენებას შეწყვეტს

ჯონ ვინდიგმა, FFA -ის (Fur Free Alliance – ნატურალური ბეწვისგან თავისუფალი გაერთიანება) ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომ პრადას ჯგუფი შეუერთდა ალიანსის სიას და რომ ეს ბრენდები მომხარებლების დამოკიდებულებებს ცვლიან ცხოველებთან მიმართებით.

Twitter post by @Prada: As part of the #PradaGroup, #Prada has announced, in collaboration with the @FurFreeAlliance, that it will no longer use animal fur in its designs or new products, starting with #PradaSS20 Women’s collections.   #PradaGroupFurFree#FurFreeRetailer#FutureofFashion#FurFree

FFA-ის კოალიცია 50-ზე მეტ ცხოველთა დამცველ ორგანიზაციას აერთიანებს. პრადას გუნდი ახალი პროდუქციის შექმნისას ნატურალური ბეწვს აღარ გამოიყენებს, თუმცა უკვე დამზადებული სამოსი ისევ გაიყიდება.


მოდის ბრენდის ხელმძღვანელმა, მიუჩია პრადამ აღნიშნა, რომ ინოვაციური ქსოვილები კომპანიას კრეატიულ დიზაინში საშუალებას აძლევს ახალი საზღვრების აღმოჩენაში. ცვლილებები 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში იქნება შეტანილი

2018-2019 წლებში ნატურალური ბეწვის გამოყენება ისეთმა ბრენდებმა შეწყვიტეს , როგორებიც არიან ბარბერი და გუჩი.

Bri FF-ის პროგრამის მეჯერმა ბრიჯიტ ოელემ განაცხადა, რომ პრადას ჯგუფი საკმაოდ სწრაფად გახდა ალიანსის წევრი, გათვალისწინებით იმისა, რომ მათ შორის დიალოგი ერთ წელზე ნაკლები მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი