შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბენქსი ვენეციის ბიენალეს დაუპირისპირდა

ბენქსი ფსევდოანონიმური ბრიტანელი მხატვარია, რომელიც საკუთარ იდენტობას პროვოკაციული და ეპატაჟური ნამუშევრებით ქმნის.

ამჯერად, როგორც ამბობენ, მან ყურადღება იტალიიდან მიიქცია, რადგან ვენეციის ქუჩებში ბენქსის სტილის ნამუშევრები გამოჩნდა.

მხატვარმა ამის ამსახველი ვიდეომასალა უკვე გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ შლის ნახატს მოხუცი კაცი და როგორ დგამს ნიშანს “ვენეცია ნავთობში”.

ნამუშევრები ყოველგვარი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე დაიდგა და სავარაუდოა, რომ ის ეკოლოგიურ პრობლემებზე მიგვანიშნებდეს.

აღსანიშავია ის გარემოება, რომ ახლახან ვენეციაში ბიენალე იმართება. 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შემოქმედებითი ღონისძიება 11 მაისს გაიხსნა და 24 ნოემბრამდე გრძელდება.

“მიუხედავად იმისა, რომ არ მიმიწვიეს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე, იხილეთ ჩემი ნამუშევრის გაშლა”, – წერს ბენქსი ინსტაგრამზე.

2019 წლის გამოფენა, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, იმართება საერთო კონცეფციის ქვეშ “გეცხოვროთ საინტერესო დროს”

მსოფლიოში ცნობილი ქუჩის ხელოვანი, რომლის იდენტურობა ან პერსონალური და ბიოგრაფიული დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, ტრაფარეტული ტექნიკით შექმნილი მწვავე სატირული, პოლიტიკური, კულტურული და ეთიკური თემების მქონე ნამუშევრებით გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი