კინო საშემსრულებლო ხელოვნება

რაზე მუშაობენ GOT-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ?

“სამეფო კარის თამაშების” დასრულების შემდეგ, მაყურებლების საყვარელი სამსახიობო დასის წევრები ტკბებიან გადაღებების არ ქონის გამო თავისუფალი დროით მანამ, სანამ ახალ პროექტში არ ჩაერთვებიან. თუმცა, რამდენიმე მათგანი, ემილია კლარკი, სოფი ტერნერი და მეისი ვილიამსი, აქტიურ სამსახურს ეწევიან და რამდენიმე მათი პროექტიც უახლოეს მომავალში გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ GOT-ის მსახიობთა ნაწილი აგრძელებს ექშენ-თრილერ ჟანრში მოღვაწეობაას, დანარჩენები საკუთარ თავს განსხვავებულ გარემოში სცდიან, იქნება ეს კომედია თუ საბავშო კინემატოგრაფია.

ემილია კლარკი – დეინერისი

მისი მომდევნო პროექტის Last Christmas გამოსვლა ნოემბერშია დაანონსებული. ეს ტიპური საშობაო ფილმი იქნება, რომლის მოქმედებაც ლონდონში ხდება. ემილია ასევე მონაწილეობას იღებს თრილერში Above Suspicion, თუმცა მისი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კიტ ჰარინგტონი (ჯონ სნოუ)

მსახიობი ჯერჯერობით თავს იკავებს ახალ პროექტში მონაწილეობის მიღებისგან.

“მინდა ამ გაურკვევლობით დავტკბე, შევიჭრა თმა, ნაკლებად ცნობილი ვიყო, როგორც პერსონაჟი და სრულიად განსხვავებული რაღაცები ვაკეთო, განსხვავებული იმიჯით”, – განუცხადა ჰარინგტონმა ჟურნალისტებს.

სოფი ტერნერი (სანსა)

ტერნერი მონაწილეობას იღებს ფილმ Dark Phoenix -ში, რომელიც ივნისსში გამოვა. ის ჯინ გრეის როლს ასრულებს, ვინც განავითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც მას ბოროტად აქცევს. მსახიობი ასევე თამაშობს დრამა – Heavy -ში და თრილერ ფილმში – Broken Soldier.

მეისი ვილიამსი (არია)

მეისი ითამაშებს 2020 წლის ფილმ The New Mutants-ში. ეს გახლავთ საშინელებათა ჟანტის ფილმი 5 მუტანტის შესახებ. ვილიამსი ასევე ჩართულია The Owners-ის გადაღების პროცესში. თრილერი მოგვითხრობს მეგობრების ჯგუფის შესახებ, რომლებიც ძარცვას გეგმავენ. შემდეგ ხდება ის, რომ ძარცვა კონტროლს კარგავს.

პიტერ დინკლეიჯი (ტირიონ ლანისტერი)

დინკლეიჯი ახმოვანებს საბავშო მულტფილმებს – The Angry Birds Movie 2– სა და The Croods 2, რომლებიც 2020 წელს გამოვა. გარდა ამისა, ის ფილმებშიც მიიღებს მონაწილეობას – The Thicke, The Dwarf .

ლენა ჰედი (სერსეი ლანისტერი)

მსახიობის რამდენიმე ფილმი გამოვა უახლოეს მომავალში. ივნისში ის ითამაშებს The Flood– ში. გარდა ამისა ლენა ორ ფილმში იღებს მონაწილეობას: Gunpowder Milkshake და Crooks .

ნიკოლაი ქოსთერ-ვალდუ (ჯეიმი ლანისტერი)

მსახიობი მონაწილეობას იღებს ფილმ დომინოში, რომელიც ამ თვის ბოლოს გამოდის. ფილმი შეეხება კოპენჰაგენის პოლიციის ოფიცერს, რომელიც პარტნიორის მკვლელობის გამო სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. მკვლელობა – მისტერიის კუთხით, ნიკოლაი თამაშობს ასევე Suicide Tourist-ში დეტექტივის როლს, ვინც გაუჩინარებული კაცის საქმეს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი