არტ მენეჯმენტი ვიზუალური ხელოვნება კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლადო ასათიანის ძეგლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები მერიაში განთავსდება

ქალაქ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ლადო ასათიანის ძეგლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები 10 დღის განმავლობაში მერიაში განთავსდება. ესკიზების განთავსების მიზანი საჯარო განხილვაა.

ნამუშევრების ესკიზები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მეორე სართულზე განთავსდება, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები და დააფიქსიროს საკუთარი აზრი მათ შესახებ.

დედაქალაქში, პოეტ ლადო ასათიანის ძეგლის განსათავსებლად, ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 23  მაისს გამოცხადდა. როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, წინადადების მიღების ვადის დასრულების შემდგეგ თბილისის მერიაში 2 საკონკურსო წინადადება წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი