შემოქმედებითი ინდუსტრიები

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ წელს ივლისში გაიხსნება

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (MISA) არის საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“-ს ძირითადი პროექტი, რომელიც დააარსა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ 2015 წელს და იგი უკვე მეხუთედ ჩატარდება მიმდინარე წელს თბილისსა და ბათუმში.

ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც შეირჩა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულები მათ შორის რუსთავი (3 ივლისი-ხელოვნების სკოლა), თბილისი (8 ივლისი-თბილისის სახ. კონსერვატორია), (10 ივლისს MISA ეწვევა ერევანს) მცხეთა (12 ივლისი; ქ. მცხეთის კულტურის სახლი), ქუთაისი (17 ივლისი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი), ჩოხატაური (18 ივლისი, კულტურის სახლი), ბათუმი (20 ივლისი-საზაფხულო თეატრი) ღონისძიებების დაწყების დრო 19:00 სთ.

8 ივლისს საზეიმო მარათონზე წელს მეორედ წარსდგება საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები (ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, დასაწყისი 19:00 სთ-ზე, დირიჟორი გიორგი ჟორდანია).

ორკესტრი ჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად, სადაც შეირჩა 14-28 წლამდე ასაკის 40 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი.

2019 წლის 20 ივლისს ქ. ბათუმის საზაფხულო თეატრი 19:00 სთ-ზე უმასპინძლებს მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის გალა კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები (დირიჟორი-გიორგი რევიშვილი).

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები არიან ქ. თბილისის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო. ღონისძიებებზე დასწრება არის თავისუფალი.

კომენტარები

კომენტარი