ვიდეოები კინო

“რიკი და მორტის” მეოთხე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

არხმა “Adult Swim” სერიალის “რიკი და მორტი” მეოთხე სეზონის გამოსვლის თარიღი დაასახელა. სერიალი შეშლილ მეცნიერსა და მის შვილიშვილზე 2019 წლის ნოემბერში დაუბრუნდება ეკრანს. პრემიერის ზუსტი დღე ამ ეტაპზე ცნობილი არაა, უცნობია, აგრეთვე ის, რამდენი სერია იქნება მეოთხე სეზონში.

ანიმაციური სერიალის, “რიკი და მორტის” პრემიერა 2013 წლის 2 დეკემბერს შედგა. ჯასტინ როილენდისა და დენ ჰერმონის პროექტმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ მალე, შეშლილმა მეცნიერმა რიკ სანჩესმა და მისმა შვილიშვილმა – მორტიმ მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვეს.

სერიალის შთაგონება იყო ფილმის “უკან მომავალში” ანიმაციური სახის პაროდია, რომელიც როილენდმა Channel 101-ის ფესტივალისთვის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი