ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება

რეკლამისთვის, სადაც ბელა ჰადიდი რობოტს კოცნის, კელვინ კლეინი LGBTQ საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ამერიკული მოდის ბრენდი კელვინ კლეინი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა, მას შემდეგ, რაც ფანებმა ახალი სარეკლამო კამპანიის ფარგებში “queerbaiting”-ში დაადანაშაულეს.

ახალ სარეკლამო რგოლში ჰეტეროსექსუალი მოდელი ბელა ჰადიდი კოცნის გამოგონილ ქალ ციფრულ პერსონაჟს, რომელიც ლილ მიქუელას სახელითაა ცნობილი.

ხალხმა ბრენდი ქუიარბაითინგში დაადანაშაულა – მათი განცხადებით, კომპანიები ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს იყენებენ გეი ფანების მისაზიდად მაშინ, როცა არც ჰეტეროსექსუალი მომხმარებლების დაკარგვა სურთ.

ივნისი ხშირად ასოცირდება პრაიდების თვესთან – პრაიდების უმრავლესობა სწორედ ამ დროს ტარდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

The campaign has been accused of queerbaiting. Pic: Youtube/ Calvin Klein

ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: “შეწყვიტეთ ლეზბიანიზმის გამოყენება თქვენი ტანსაცმლის გასაყიდად. ჩვენ ადამიანის მორთულობა არ ვართ”.

საბოდიშო მიმართვაში კომპანია კელვინ კლეინმა განაცხადა: “ჩვენი უკანასკნელი #MYCALVINS კამპანიის კონცეფცია იდენტობების დიდი სპექტრის გამოხატვის მხარდაჭერაა, მათ შორის გენდერისა და სექსუალური იდენტობის.”

კომენტარები

კომენტარი