შემოქმედებითი ინდუსტრიები

მერიამ “თბილისის ღამის ეკონომიკის“ კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 135 ათასი ლარია

თბილისის „ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე ახალი ტენდერი  გამოცხადდა.

“ღამის ეკონომიკის” ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მოკლე ვადებში განისაზღვროს კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ზემოხსენებულმა აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანულ განვითარებას ღამის პერიოდში, ასევე მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის ზრდას.

ღამის ეკონომიკის დეფინიცია გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და 8:00 საათამდე გრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების როლი, როგორებიცაა გართობა, დასვენება და კულტურული ღონისძიებები, ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, უბნების რეგენერაცია და უსაფრთოხება, რომელიც ღამის ეკონომიკის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს. ღამის ეკონომიკას მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის ზრდაში და დღის მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135 000 ლარია.

მერიამ „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის სექტემბერშიც გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა მაშინ 4-მა კომპანიამ – ერნსტ & იანგიმ, შპს კონსალთიმ, ეისითიმ და შპს Innova-მ მიიღო, თუმცა  მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო, ყველა მათგანი დისკვალიფიკცირდა.

კომენტარები

კომენტარი