ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფოტოები თბილისის ხელოვნების ბაზრობიდან

საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში თბილისის ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair გაიხსნა.

„ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება თბილისის ხელოვნების ბაზრობა და ის 19 მაისამდე გასტანს.

ბაზრობაში წელს 16 ქვეყნის 30-მდე გალერეა და 35-მდე ხელოვანი მონაწილეობს. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც მეტწილად ფოკუსირებულია შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებზე, მათ მდიდარ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან.


თბილისის ხელოვნების ბაზრობის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, Check in Georgia, „თიბისი სტატუსი“ და სხვა.

გთავაზობთ ფოტომასალას თბილისის ხელოვნების ბაზრობიდან:

კომენტარები

კომენტარი