ვიდეოები

არნოლდ შვარცნეგერს სამხრეთ აფრიკაში ღონისძიების დროს თავს დაესხნენ

არნოლდ შვარცნეგერი სამხრეთ აფრიკაში სპორტულ ღონისძიებას ესწრებოდა, როდესაც მას ზურგში ფეხი უთავაზეს.

მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ფანებთან ერთად ფოტოებს იღებდნენ, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს მას ვიღაც ვიდეოს უღებდა და მასში ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს.

ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც შვარცნეგერს მოულოდნელად თავს დაესხა, სწრაფად დაიჭირა დაცვამ და ტერიტორია დაატოვებინა.

მსახიობმა ტვიტერზე ფანებს მიმართა, რომ დიდი არაფერი მომხდარ.

“მადლობა შეშფოთებისთვის, თუმცა სანერვიულო არაფერია. მეგონა ხალხის ტალღამ მიბიძგა წინ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. ვიდეო რომ ვნახე, მაშინ გავაანალიზე რაც მოხდა. მიხარია, რომ იმ იდიოტმა ჩემი სნეპჩეტი არ გააფუჭა”.

“მისტერ შვარცნეგერი თავს კარგად გრძნობს და კარგი განწყობით არის. ის აგრძელებს დაგეგმილ აქტივობებს და პასუხისმგებლობას არ იხსნის.” – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათ დაადასტურეს, რომ შვარცნეგერი არ უჩივის თავდამსხმელს და მომხდარს აღიქვამს, როგორც “ცუდი ფანის მიერ შექმნილ უსიამოვნო შემთხვევას”

კომენტარები

კომენტარი