კინო

“ახალგაზრდა პაპში” მერლინ მენსონი და შერონ სტოუნი ითამაშებენ

ცნობილი მუსიკოსი მერლინ მენსონი და შერონ სტოუნი პაოლო სორენტინოს მიერ შექმნილ HBO-ს მინისერიებში “ახალგაზრდა პაპი” ითამაშებენ.

სერიალის პრემიერა მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი და სიუჟეტთან დაკავშირებული სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

სერიალი მოგვითხრობს ლენი ბელარდოს ისტორიას, რომელიც რომის პაპად აირჩიეს. ლენი რთული ადამიანია, რომელიც ექსცენტრიულად იქცევა, ხანდახან საშიშადაც კი და მისი ქმედებების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია. კარდინალები კი ინტრიგებს თხზავენ მის გარშემო.

კომენტარები

კომენტარი