საშემსრულებლო ხელოვნება

ჯასთინ ბიბერისა და ედ შირანის სიმღერა ჩარტებში ლიდერობს

მოგეხსენებათ, ჯასტინ ბიბერის ცნობილი ჰიტი “Love Yourself” ედ შირანმა დაწერა.

ზემოთ ხსენებული ორი მუსიკოსის კიდევ ერთი კოლაბორაცია შედგა, კერძოდ, მათ ჩაწერეს სიმღერა “I Don’t Care”, რომელიც BBC-ის ცნობით, ამერიკის მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობს.

სიმღერა 22 ათასჯერ ჩამოიწერეს და 13 მილიონჯერ გააჟღერეს ოფიციალურ მუსიკალურ ჩარტებში.

თუმცა დუეტმა, ჯერ-ჯერობით, ვერ მოახერხა არიანა გრანდეს რეკორდის მოხსნა. არიანას ტრეკის 7Rings საერთო გაყიდვებმა 2019 წლის იანვარში 126,240 შეადგინა, ბიბერისა და შირანის კოლაბორაციამ კი 123,825.

კომენტარები

კომენტარი