კულტურა სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

პოლიეთილენის პარკებით შთაგონებული ნამუშევრები

2017 წლის დასაწყისში კორბან ლუდბორგმა აფრიკაში იმოგზაურა, რის შემდეგაც დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პოლიეთილენის პარკი გარემოზე. მისი სტილი ერთგვარი პროტესტი და მოწოდებაა გარემოს დაცვისკენ.

კორბანი ამბობს, რომ აფრიკაში მოგზაურობისას ძალიან ბევრი ადგილი იყო დანაგვიანებული პოლიეთილენის პარკებით, რაც მისთვის ერთგვარი ინსპირაცია გამოდგა.

სახლში დაბრუნებისას კორბანმა ხატვა პოლიეთილენის პარკებზე დაიწყო. მან თავისი შემოქმედებითი ფანტაზია რეალობას დაუკავშირა და შექმნა შესანიშნავი, ორიგინალური ნამუშევრები. ამჟამად, კორბან ლუდბორგი ლოს-ანჯელესში, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ფოტოგრაფად მუშაობს.

ნამუშევრები:

ვრცლად:

კომენტარები

კომენტარი