კულტურა

კლუბი KHIDI: “პატივს ვცემთ ადამიანის იდენტობას და იმავეს ვითხოვთ თითოეული სტუმრისგან “

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე დღეს, 17 მაისს აღინიშნება და აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას.

აღნიშნულ დღეს კლუბი KHIDI განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბის სტუმრებს სხვა ადამიანების იდენტობი პატივისცემა მოეთხოვებათ.

“17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კლუბი KHIDI მრავალფეროვნებასა და თავისუფლებაზე დაფუძნებული სივრცეა, პატივს ვცემთ ადამიანის იდენტობას და იგივეს ვითხოვთ თითოეული სტუმრისგან. 

ჩვენთვის მიუღებელია ადამიანის დისკრიმინაცია, სწორედ ამიტომ კლუბის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენლისათვის.

არა ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და ბიფობიას.” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი